სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი მე-9 კლასი -გეგმა


                                         სამოდელო გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი
იზოლდა   ფხაკაძე
საგანი
საქართველოს ისტორია
გაკვეთილის ტიპი
სამოდელო ინტეგრირებული საქართველოს ისტორია - ქართული ლიტერატურა
კლასი
IX
დრო
45 წთ.
გაკვეთილის თემა
საბჭოთა რუსეთის მიერ დემოკრატიული საქართველოს დაპყრობა
კოლაუ ნადირაძის ლექსი: “25 თებერვალი-1921 წელი” - ისტორიული ფაქტი - მწერლის შეხედულება
მოსწავლეთა რაოდენობა
5 სსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მიზანი
    მოსწავლე შეძლებს
     ისტორია (საქართველოს  ისტორია)
-გააცნობიეროს  საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკის მიზნები
-დააკავშიროს ისტორიული ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან
-იმსჯელოს და შეაფასოს საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობის ეროვნული მმართველობის მოსპობის შედეგები.
        ქართული ლიტერატურა
-ლექსში ასახული ამბავი დაუკავშიროს ისტორიულ სინამდვილეს და გაარკვიოს მათ შორის მსგავსება-განსხვავება
-გამოკვეთოს ავტორის მთავარი სათქმელი

მოსალოდნელი შედეგი
-მოსწავლეს შეუძლია ისტორიულ სინამდვილესა და ლექსში ასახული ამბის დაკავშირება, მათი მსგავსება-განსხვავების გარკვევა.
-არგუმენტირებული მსჯელობა საბჭოთა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამოვლინების სხვადასხვა ასპექტებზე, შეუძლიათ შეადარონ საბჭოთა რუსეთის იმპერიული პოლიტიკა მეფის რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას.
-ინფორმაციის მოძიება, გააზრება-განალიზება, დახარისხება და დასკვნების გამოტანა.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
ისტ. IX-3
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელწიფო მმართველობითი სტრუქტურები
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
-მსჯელოს სხვადასხვა ეპოქის ქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ, გამოავლენს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს
-ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობის სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს;
- ახასიათებს და ადარებს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმებსა და სტრუქტურებს, მსჯელობს მათი ფუნქციების შესახებ
-ადარებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების მმართველობით სტრუქტურებს წარსულში და თანამედროვე ეპოქაში.
ისტ. IX -4 მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა შემდეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე;
-ანაალიზებს რეფორმებით და რევოლუციის შედეგად გამოწვეულ ცვლილებებს სოციალურ სტრუქტურებში;
-საუბრობს საქართველოში სხვადასხვა პერიოდში შექმნილ პარტიების შესახებ.




ისტ. IX-5 მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

·         ცხრილის საშუალებით გამოყოფს საგარეო და საშიანაო ფაქტორებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოს ან სახელმწიფოების წარმოქმნის მიზეზი გახდა.
·         მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე
·         ცხრილში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აჯგუფებს სახელმწიფოებს, რომლებმაც დაკარგეს დამოუკიდებლობა და მიუთითებს ამ მოვლენის გამომწვევ საგარეო და საშინაო ფაქტორებზე.
·         მსჯელობს მსოფლიო ომებით გამოწვეულ ცვლილებებზე და საქართველოსთვის ამ ცვლილებების მნიშვნელობაზე.


ქართ. IX-1 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხებზე.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ
·         იყენებს არგუმენტაციას სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე დამყარებული არგუმენტები)
·         მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან სხვადასხვა ფაქტობრივ სა სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ
·         ამოიცნობს ზეპირ მოხსენებაში პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ თვალსაზრისსა და არგუმენტებს და შეფასებს რამდენად დამაჯარებელი და ეფექტურია არგუმენტაცია.
·         ქართული-IX-6 მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე ხვადასხვა თვალსაზრისის შემცვლელი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
               შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :
·         კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამახტვრულ ტექსტებს, უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამახვილებს არამხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
·         აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და გამოთქვამს შესაბამისი დასკვნები.
·         ახდენს სხვადასხვა სახის ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას.
·         აკვირდება, ამოიცნობს და შეაფასებს ავტორის ან პერსონაჟის/პერსონჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის, აღწერილი მოვლენების მიმართ.
·         შეაფასებს მხატვრულ ნაწარმოებში წარმოდგენილ კონფლიქტს/პრობლემას, ასევე ავტორის, მთხრობელის პერსონაჟის ხედვას და პოზიციას ეპოქის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში.
ქართული-IX-8 მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
                        შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აზუსტებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, ამოწერს საკითხებს შემდგომი განმარტებისა და დამუშავებისათვის.
·         იყენებს სხვადასხვა საშუალებას სიტყვის/ფრაზის მნიშვნელობის გასაგებად.
·         იყენებს სქემებს, დიაგრამებს ცნებებს განმარტებებს, აზრობრივ რუკებს ან სხვა საშუალებებს მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და იდეების გასააზრებლად და დასამუშავებლად.

          წინარე ცოდნა -  ისტორია
·         მოსწავლეებმა იციან რა ართულებდა საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენას;
·          რატომ შეირჩა საქართველოს სახელმწიფო დროშისთვის შავი, შინდისფერი და თეთრი ფერების კომპოზცია;
·         რატომ არ მოხდა  საქართველოში და მთელ სამხრეთ კავკასიაში საბჭოური გადატრიალება;
·         რამ განაპირობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველი
პარტიის პარადოქსული მდგომარეობა;
·         რამ მისცა საქართველოს ჯერ გერმანულმა და შემდეგ კი ინგლისურმა საგარეო პოლიტიკურმა ორიენტაციამ;
·         შეუძლიათ მსჯელობა და დასაბუთება საკუთარი მოსაზრების, აქვთ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები;
·         ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტით

       ქართული ლიტერატურა:

·         მოსწავლეები იცნობენ ისტორიულ თემაზე შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებებს,
·         უნახავთ ამ თემატიკაზე გადაღებული ფილმები, სპექტაკლები;შეუძლიათ მხატვრული ტექსტის გაგება-გაანალიზება;
·         მსჯელობა და დასაბუთება;
·         აქვთ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები
    
       შეფასება და თვითშეფასება
       შეფასება განმავითარებელი და განმსაზღვრელი (რუბრიკების მიხედვით) თვითშეფასების კითხვარი.
     

სასწავლო მასალა და რესურსები:

მე-9 კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო
 (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) ავტორები: ნ.ასათიანი; მ. ლორთქიფანიძე; ფ. ლომაშვილი; რ. მეტრეველი; გ. ოთხმეზური.
მე-9 კლასის ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელო
 ავტორები: ვახტანგ როდონაია, ავთანდილ არაბული, ნინო ნაკუდაშვილი,
 მარინე ხუციშვილი, დაფა, ცარცი, მარკერები, ფლიპჩარტები, სქემები, რუკა, ვიდეომასალა,
კომპიუტერი, პროექტორი, სურათები,
საქართველოს რუკა XX საუკუნის I ნახევარი 1918-21 წლები.



აქიტივობის აღწერა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
აქტივობა N1 საორგანიზაციო საკითხები აქტივობა მიზანი
ვერბალური
საერთო საკლასო
გაკვეთილის თემა მიზანი შეფასების კრიტერიუმები
2 წთ.
მოსწავლეებს გაუჩნდებათ ინტერესი თემის და იმ მიზნების მიმართ რომელთა მიღწევაც უნდა შეძლონ ამ გაკვეთილზე  ეცოდინება შეფასების კრიტერიუმები
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის გეგმას, მიზანს შეფასების კრიტერიუმებს და გაკვეთილის თანმიმდევრობას
დანართი (შეფასების კრიტერიუმები)





აქტივობა N2 კითხვა-პასუხი მიზანი წინარე ცოდნის გააქტიურება მასწავლებელი სვამს კითხვებს
1.რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ მენშევიკები რომლებიც ადრე საქართველოს სრულ სახელმწიფოებრივ გამოყოფას კი არა არამედ მისთვის იმპერიის ფარგლებში ავტონომიის მინიჭებასაც კი უარყოფდნენ სათავეში ჩაუდგნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის ისტორიულ საქმეს.
 2. რატომ იყო აუცილებელი, რომ საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ძლიერი „მფარველ გარანტი“ სახელმწიფო მოეძებნა?
 3. როგორ შეიძლება შეაფასოთ მენშევიკური აგრარული რეფორმა?
 4. რატომ არ მიიღო ერთა ლიგამ საქართველო თავის შემადგენლობაში?
 5. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ როგორი ეროვნული პოლიტიკა გაატარა?
 6. როგორ შეიქმნა დემოკრატიული საქართველოს არმია და ვინ მეთაურობდა ამ საქმეს?
 7. როდის ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები -130 ადგილიდან რამდენი მიიღეს მენშევიკებმა?
8. რამდენი ქალი იქნა არჩეული დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში? ვინ იყვნენ ისინი და რა საქმიანობას ეწეოდნენ დამფუძნებელ კრებაში?
9. როდის იქნა მიღებული საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია?
კითხვა პასუხი
საერთო საკლასო
სქემები 1918-1921 წლების საქართველოს რუკა
10 წთ
მოსწავლეებმა გააქტიურეს წინარე ცოდნა
აქტივობა N3
ვიდეორგოლის ჩვენება აქტივობის მიზანი მიღებული ცოდნის განმტკიცება, გააზრება-გაანალიზება, დოკუმენტური ვიდეო მასალის ჩვენების საფუძველზე

მთელი კალსი

5 წთ.
შესწავლილი მასალის განმტკიცება
აქტივობა N4
სქემაზე მუშაობა
მიზანი: ახალი მასალის გაცნობიერება, გაგება-გააზრება, მასწავლებელი ჯგუფს ურიგებს სქემებს
პრეზენტაცია
ჯგუფური

3 წთ
გაარკვევენ რატომ იყო მნიშვნელოვანი საბჭოთა მთავრობისათვის ამიერკავკასიის დაპყრობა?
2. რატომ ჩაიშალა საბჭოთა მთავრობის მიერ საქართველოს დაპყრობის პირველი ცდა?
3. როგორ განხორციელდა საქართველოში რუსეთის „მეხუთე კოლონის“ მომზადება?
4. რა მიზნით ჩაება თურქეთი რუსეთ-საქართველოს ომში?


















აქტივობა N5 T დიაგრამა. მიზანი: მოსწავლეები შეაფასებენ საქართველოს მთავრობის მოქმედებას სწორად მოიქცა  თუ არა ის როცა საქართველო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა?
დადებითი
უარყოფითი












მთელი კალსი
5წთ
მოსწავლეები შეაფასებენ რამდენად სწორი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის მთავრობის მიერ ქვეყნის დატოვების საკითხი.
აქტივობა N6 რუკაზე მუშაობა საქართველოს დაპყრობა საბჭოთა რუსეთის მიერ
1921 წლის საქართველოს რუკა

მთელი კლასი
5წთ
მოსწავლეების რუკის საშუალებით შეძლებენ გაგება-გააზრებას, თუ რომელი მიმართულებით შემოიჭრა საქართველოში საბჭოთა რუსეთის მე-8; მე-9; მე-11; და მე-13 არმიები რომელი ისტორიული ტერიტორიები დაკარგა საქართველომ გასაბჭოების შემდეგ
აქტივობა N7
კითხვა-პასუხი
მოსწავლეებმა გაიაზრონ და შეაფასონ ლექსის ავტორის დამოკიდებულება 1921 წლის 25 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მასწავლებელი სვამს კითხვებს
1.საქართველოს ისტორიის რომელ პერიოდს ეხება ლექსი?
2. როგორია ლექსის დაწერისა და გამოქვეყნების ისტორია?
3. რა ფერებით გვიხატავს ლექსის პირველი ტაეპი თბილისს?
4. რას გეუბნებათ სიტყვა „გოლგოთა“ რატომ და რა კონტექსტში ახსენებს მას პოეტი?
 5. რა იგულისხმება პოეტის ნათქვამში „დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა“
 6. წარსულში მომხდარი რომელი ისტორიული მოვლენა დაუკავშირა პოეტმა 25 თებერვალს? რა ნიშნით?
 7. რატომ გამოარჩია საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის ომის ქრონიკიდან პოეტმა 25 თებერვალი?

საერთო საკლასო

8წთ
მოსწავლეები შეძლებენ გაანალიზონ და  შეაფასონ პოეტის შეხედულება 1921 წლის 25 თებერვლის ისტორიული ფაქტის მიმართ
აქტივობა N8
გაკვეთილის შეჯამება
მიზანი
გაკვეთილის მიზნის მიღწევადობის დადგენა მასწავლებელი კიდევ ერთხელ წაიკითხავს გაკვეთილის მიზანს და მოსწავლეებთან ერთად განიხილავს რამდენად შეძლეს მისი მიღწევა

საერთო საკლასო

2წთ
მოსწავლეებმა გაიაზრეს გაკვეთილის მიზნები და დაადგინეს მათ მიერ ამ მიზნების მიღწევადობა
ისინი მიზნის თითოეული პუნქტის მიღწევადობას მასწავლებელს ანიშნებს ცერა თითით.





აქტივობა N9
საშინაო დავლება აქტივობის მიზანი მოსწავლეებმა გაიაზრონ ახალი მასალა
მიზნის აღწერა დაწერონ თემა საქართველოს გასაბჭოება

მთელი კალასი

3წთ

აქტივობა N10
შეფასება
განმავითარებელი
განმსაზღვრელი მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკის მიხედვით

საერთო საკლასო
შეფასების რუბრიკები
2წთ












შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
1-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა


1. მოსწავლე შეძლებს მოიძიოს მასალები და დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურები გაანალიზებს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენას ქართული სახელმწიფოს წარმოშობა და განვითარებაზე

2. საკლასო მუშაობაში ჩართულობა


3. მოსწავლე შეძლებს აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს თავისი თვალსაზრისი და დაამყარეს კომუნიკაცია აუდიტორიასთან
მოსწავლე ვერ ახერხებს ქართული სახელმწიფოს მმართველობითი სტრუქტურების დახასიათებას, საშინაო და საგარეო ფაქტორების გავლენის ანალიზს ქართული სახელმწიფოს წარმოშობა-განვითარებაზე



არ არის ჩართული საკლასო მუშაობაში

 მოსწავლეს არ შეუძლია აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს თავისი თვალსაზრისი ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კომუნიკაციას
მოსწავლე ნაწილობრივ  ახერხებს ქართული სახელმწიფოს მმართველობითი სტრუქტურების დახასიათებას, საშინაო და საგარეო ფაქტორების გავლენის ანალიზს ქართული სახელმწიფოს წარმოშობა-განვითარებაზე


ნაწილობრივ არის ჩართული საკლასო მუშაობაში

მოსწავლე ნაწილობრივ ახერხებს აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს თავისი თვალსაზრისი ნაწილობრივ ახერხებს აუდიტორიასთან კომუნიკაციას
მოსწავლე კარგად  ახერხებს ქართული სახელმწიფოს მმართველობითი სტრუქტურების დახასიათებას, საშინაო და საგარეო ფაქტორების გავლენის ანალიზს ქართული სახელმწიფოს წარმოშობა-განვითარებაზე



კარგად არის ჩართული საკლასო მუშაობაში

მოსწავლე კარგად  ახერხებს აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს თავისი თვალსაზრისი კარგად ახერხებს აუდიტორიასთან კომუნიკაციას
მოსწავლე სრულყოფილად ახერხებს ქართული სახელმწიფოს მმართველობითი სტრუქტურების დახასიათებას, საშინაო და საგარეო ფაქტორების გავლენის ანალიზს ქართული სახელმწიფოს წარმოშობა-განვითარებაზე


სრულყოფილად არის ჩართული საკლასო მუშაობაში

მოსწავლე სრულყოფილად ახერხებს აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს თავისი თვალსაზრისი სრულყოფილად დაამყაროს  კომუნიკაცია აუდიტორიასთან

რეფლექსია

ჩემი გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა სახელმძღვანელოს, ბეჭდურ და ელექტრონული მასალისა და რუკაზე დაყრდნობით მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკის მიზნები. შეეფასებინათ დამოუკიდებელი საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობის ეროვნული მმართველობის მოსპობის შედეგები. შეედარებინათ ისტორიული ფაქტი კოლაუ ნადირაძის ლექსში „25 თებერვალი - 1921 წელი“ თბილისის მოსახლეობის განწყობისათვის, გაეაზრებინათ ის შექმნილი მდგომარეობა, რომელიც პოეტს ლექსში აქვს გადმოცემული. გაერკვიათ წარსულში მომხდარი რომელი საკვანძო სიტყვები და დეტალები ქმნიან ამ ლექსისათვის დამახასიათებელ განწყობას, მოსწავლეებს გაეანალიზებინათ რატომ გამოარჩია პოეტმა საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს ომის ქრონიკიდან 25 თებერვალი. გაკვეთილის მიზნის მიღწევისათვის გამოყენებული მქონდა გაკვეთილის წარმართვის შემდეგი მეთოდები: საკლასო დისკუსია, კლასში ინდივიდუალური მუშაობა წყაროებზე, ჯგუფური მუშაობა, შედარება-შეპირისპირება, რუკაზე მუშაობა, ვიდეომასალის ანალიზი.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი -ისტ. IX-3, მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფოს მმართველობითი სტრუქტურები, ისტ. IX-4 მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა,   ისტ. IX-5 მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობა-განვითარებაზე. ქართული IX-1  მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე. IX-6 მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება- გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. ქართულ IX-8 მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის სტრატეგიების გამოყენება.
გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებული მქონდა საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ინტეგრირების გზით და გამოყენებული აქტივობებით მიმეღწია საბოლოო მიზნისთვის, მოსწავლეებმა შეძლეს მიეღოთ ცოდნა, დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის საშინაო მდგომარეობისა და საგარეო პოლიტიკური სირთულეების შესახებ. მოსწავლეებმა შეძლეს გააზრება-გაცნობიერება, ანალიზი და არგუმენტირებული მსჯელობა საბჭოთა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამოვლინების სხვადასხვა ასპექტებზე, მოახდნენ შედარება საბჭოთ რუსეთის იმპერიული პოლიტიკისა და მეფის რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას შორის. საქართველოს ისტორიის მასალის გაცნობიერება გააზრების პარალელურად პარალელურად გაკვეთილის მსვლელობის დროს მიმდინარეობდა ქართული ლიტერატურიდან კოლაუ ნადირაძის ლექსის „25 თებერვალი 1921 წელი“ შედარება- შეპირისპირება ისტორიული ფაქტისა და პოეტის ნააზრევის გაცნობიერება-გააზრება, არგუმენტირებული მსჯელობა.
გამოყენებული იქნა ცხრა აქტივობა:
აქტივობა N1 - საორაგნიზაციო საკითების მოწესრიგება
აქტივობა N2 - კითვა-პასუხი, როგორც ისტორიულ ისე ლიტერატურულ მასალაზე
აქტივობა N3 - ვიდეომასალის ჩვენება-ანალიზი
აქტივობა - N4 - სქემებზე მუშაობა
აქტივობა N5 – T დიაგრამა
აქტივობა N6 – 1918-1921 წლის საქართველოს რუკაზე მუშაობა
აქტივობა N7 - გაკვეთილის შეჯამება
აქტივობა N8 - საშინაო დავალების მიცემა
აქტივობა N9 - განმავითრებელი-გამსაზღვრელი შეფასება დაკვირვებისა და შეფასების რუბრიკის საშუალებით.
ჩემი აზრით მიზანი მკაფიოდ მქონდა ფორმულირებული, სრულად შეესაბამისებოდა სამოდელო გაკვეთილის ტიპისა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. აქტივობები, სტრატეგიები და კლასის ორგანიზების ფორმები სრულად შეესაბამებოდა ერთმანეთს და ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას.
გაკვეთილზე გამოყენებული რესურსები მრავალფეროვანი იყო და სრულად შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზანს, თემას და აქტივობებს გამოყენებული შეფასების მეთოდები ეფუძვნებოდა სტანდარტს, მეთოდები შეესაბამებოდა აქტივობებს გაკვეთილზე კარგად გამოვიყენე საგნის ცოდნა. მასალის გადაცემის ფორმა სწორად მქონდა შერჩეული, რამაც მოსწავლეებს გაუადვილა ახალი მასალის აღქმა-გაგება. ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითები შეესაბამებოდა გაკვეთილის თემას და მიზანს. გაკვეთილზე კარგად მქონდა საგანთაშორისი ინტეგრირება, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგები, მოსწავლეებმა გამოავლინეს საკითხის მრავალმხრივი გააზრების უნარი.
მიმაჩნია, რომ გაკვეთილი დაეხმარება კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში, გაუჩენს მათ სურვილს საკუთარ პრაქტიკაზე მორგებისა და გამოყენების. დაეხმარება მასწავლებლებს ახალი იდეების პრაქტიკაში დანერგვისათვის.


No comments:

Post a Comment