გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო
ინოვაციური გაკვეთილი
24 მაისი
2018 წელი
მასწავლებელი
|
იზოლა ფხაკაძე
|
||||
საგანი
|
ისტორია
|
||||
კლასი
|
VII
|
||||
მოსწავლეთა პროფილი
|
7 მოსწავლე სსსმ მოსწავლე არ არის
|
||||
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას, გააზრებას, დიფერენცირებას,
არგუმენტირებულ მსჯელობას, მოვლენების ანალიზს, კვლევას.
|
||||
სტანდარტი
|
ისტ. VII -1 - მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები
შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან, შედეგი თვალსაჩინოა
თუ მოსწავლე 1.2. ისტორიულ მოვლენებს გადმოსცემს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აკავშირებს
წელთაღრიცხვის სისტემასთან. ასახელებს საუკუნესა
და ათასწლეულს, რომელსაც კონკრეტული თარიღი მიეკუთვნება.
ადგენს ცხრილს, რომელშიც სახელმძღვანელოში არსებულ თემასთან დაკავშირებით
მნიშვნელოვან თარიღებს ალაგებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მიაკუთვნებს მათ შესაბამის
ისტორიულ ეპოქას.
ისტ. VII 4 - მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე
ქვეყნის ისტორიაში.
შედეგი თვალსაჩინოა თუ
მოსწავლე მოიპოვებს ინფორმაციას (სახელმძღვანელოს, დამატებით ბეჭდური მასალის/ელექტრო
მასალის საშუალებით) ერთ-ერთი პოლიტიკური მოღვაწის შესახებ და წერს თემას რომელშიც
საუბრობს მისი მოღვაწეობის როგორც დადებით ისე უარყოფით მხარეზე.
|
||||
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ, რომ ირანი XVIსაუკუნის დასწყისში სეფიანთა
დინასტიამ გააერთიანა, რომლებიც ყიზილბაში მომთაბარე ტომების კავშირს ედგნენ სათავეში
მათ ირანის სახელმწიფო რელიგიად შიიზმი აქციეს, ამდენად მათ რელიგიურ საფუძველზე
დაპირისპირება მოუხდათ სუნიტურ ოსმალეთთან, 1514 წელს ჩალდირანის ბრძოლაში დამარცხდნენ.
ირანს და ოსმალეს შორის 1555 წელს
დაიდო ამასიის ზავი, რის საფუძველზეც მოხდა საქართველოს ორად გაყოფა.
|
||||
ინტერესის აღძვრა - გამოწვევა
|
ვაჩვენებ ორ სურათს ქ. ისფაჰანს და ქ. გრემს
ვსვამ კითხვას რომელი ქვეყნების ისტორიული ქალაქებია?
1 წთ.
|
||||
დიფერენცირება
|
გაჩერებებით სწავლება
|
||||
რესურსები
|
სახელმძღვანელო, ტექსტი, თვალსაჩინო მასალა სურათების სახით რუკა,
ფლიპჩარტები, მარკერები, ფურცლები, წებოვანი ლენტი, მაკრატელი, საწერი კალმები, კომპიუტერი,
პროექტები.
|
||||
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა N1
|
საორგანიზაციო საკითხები (4წთ)
მთელი კლასი
|
||||
აქტივობის მიზანი
|
მოსწავლეები წარმოიდგენენ რა არის გაკვეთილის თემა, მიზანი,გაეცნობიან
რა კრიტერიუმების მიხედვით დაიწყება შეფასება
|
||||
აქტივობის აღწერა
|
გაკვეთილის დასაწყისშივე თვალსაჩინო ადგილზე გამოვაკრავ ფურცლებს,
სადაც წერია გაკვეთილის მიზანი, თემა, ასევე შეფასების კრიტერიუმები გავაცნობ აქტივობების
ინტრუქციების, დავაკომპლექტებ 2 ჯგუფს.
|
||||
აქტივობა 2
გაჩერებები
გაჩერება N1
|
ინფორმაციის გაცნობა, გაზიარება, შედარება და ამ ინფორმაციის საფუძველზე
ორი ცხრილის შეფასება სამეცნიერო კვლევა, ინფორმაციის მოძიება, შეფასება და გაზიარება.
(10წთ)
|
||||
აქტივობის მიზანი
|
მოსწავლეები შეძლებენ მიცემული ლიტერატურიდან საჭირო მასალის ამოღებას,
საჭირო ინფორმაციას წარმოადგენენ ცხრილების სახით.
|
||||
აქტივობის აღწერა
|
მოსწავლეებს ურიგდებათ ისტორიული წყაროს ტექსტები და მის საფუძველზე
ავსებენ ორ ცხრილს და ახდენენ ფაქტების შედარებას
|
||||
|
ცხრილი 1
წყარო 1- მიხედვით
|
||||
კითხვა
|
მოსწავლეთა პასუხები
|
||||
1.რას მოგვითხრობს ინგლისელი მოგზაური თომას ჰერბერტი ირანში მყოფ
ქართველი მეომრების შესახებ?
1627 წელი
|
|
||||
კითხვა
|
მოსწავლეთა პასუხები
|
||||
2. წყაროს მიხედვით რას გვიამბობს რუსი დესპანი არტიომ ვოლინსკი
ირანში მებრძოლ ქართველებზე?
1716- 1718 წლები
|
|
||||
|
ცხრილი N2
|
||||
კითხვა
|
მოსწავლეთა პასუხები
|
||||
წყარო 2-ის მიხედვით წარმოადგეინეთ ბერნარდ ლუისის შეხედულება ერთიანი
ირანის ტერიტორიის მოწყობაში სეფიანთა დინასტიის როლის შესახებ?
|
|
||||
გაჩერება N2
|
კვლევის დაგეგმვა პრეზენტაცია, ფაქტების და მოვლენების ქრონოლოგიურად
დალაგება (14 წთ)
|
||||
აქტივობა N3
|
დროის დიაგრამის აგება
|
||||
აქტივობის მიზანი
|
მოსწავლეები შეძლებენ არსებული რესურსების საშუალებით მოვლენების
ქრონოლოგიურად დალაგებას და მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტაციას
|
||||
აქტივობის აღწერა
|
მოსწავლეებს მიეცემათ დავალება სახელმძღვანელოსა და სხვა ბეჭდური
და ელექტრონული მასალის საშუალებით ქრონოლოგიურად დროის დიაგრამაზე წარმოადგინონ
ის ფაქტები და მოვლენები, რომლის საშუალებითაც ჩამორჩენილი ირანი იქცა იმ დროისათვის
უძლიერეს სახელმწიფოდ . გააკეთებენ პრეზენტაციას სეფიანთა დინასტიას გამორჩეულ შაჰებზე
- ისმაილ I-ზე, შაჰ-თამაზზე და შაჰ-აბას I შესახებ.
მოსწავლეთა ერთი ჯგუფი დროის დიაგრამაზე ქრონოლოგიურად ალაგებს
შესაბამისად მომხდარ ფაქტებს და მოვლენებს ხოლო მეორე ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას
სეფიანთა ირანის გამორჩეულ შაჰებზე.
|
||||
გაჩერება N3
|
მოსწავლეები ბეჭდური და ინტერნეტით მოძიებული მასალის საფუძველზე
გააკეთებენ პრეზენტაციას შაჰ-თამაზისა და შაჰ-აბას I-ის, თანამედროვე ქართლ-კახეთის
მეფეებსა, დედოფალ ქეთევან წამებულისა და მხედარმთავარ გიორგი სააკაძის შესახებ.
იმსჯელებენ მათ დამსახურებაზე საქართველოს წინაშე. (14 წთ )
|
||||
აქტივობის მიზანი
|
მოსწავლეებს განუვითარდებათ მოპოვებული ინფორმაციის ქრონოლოგიურად
დალაგების, გააზრება-გაანალიზების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარები
|
||||
აქტივობის აღწერა
|
მოსწავლეები მიცემული დავალების შესაბამისად წარმოადგენენ ინფორმაციას
ირანის შაჰების (შაჰ-თამაზის და შაჰ-აბას I-ის) თანამედროვე ქართლ-კახეთის მეფეების
ლუარსაბ I-ის, ლუარსაბ II-ის, კახეთის მეფეების ალექსანდრე II-ის, თეიმურაზ I-ის,
კახეთის დედოფალ ქეთევან წამებულის, მხედარმთავარ გიორგი სააკაძის შესახებ.
|
||||
აქტივობა N5 საშინაო დავალება აქტივობის მიზანი
|
მთელი კლასი (2 წთ.)
მოსწავლეებმა გაიაზრონ და განამტკიცონ ახალი მასალა
|
||||
აქტივობის აღწერა
|
დაწერონ თემა: შაჰ-აბას I და საქართველო
|
||||
შეფასება
განმსაზღვრელი
განმავითარებელი
|
შეფასება ხორციელდება დაკვირვებისა და პრეზენტაციების მიხედვით
|
-
შეფასების რუბრიკა-
კრიტერიუმები
|
1-3
|
4-5
|
6-7
|
8-10
|
ინფორმაციის მოძიება,მსჯელობა, ანალიზი და გააზრება
|
ვერ ახერხებს მსჯელობას, ანალიზს და ინფორმაციის გააზრებას
|
ნაწილობრივ ახერხებს მსჯელობას, ანალიზს და ინფორმაციის გააზრებას
|
ახერხებს მსჯელობას, ანალიზს და ინფორმაციის გააზრებას
|
კარგად ახერხებს მსჯელობას, ანალიზს და ინფორმაციის გააზრებას
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
|
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
|
ნაწილობრივ ჩართულია საგაკვეთილო პროცესში
|
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში
|
კარგად არის ჩართული საგაკვეთლო პროცესში
|
აუდიტორიასთან ურთიერთობა
|
აუდიტორიას არ უსმენს
|
ნაწილობრივ ამყარებს კომუნიკაციას აუდიტორიასთან
|
იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას
|
იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას ახდენს ზეგავლენას
|
ჩემი გაკვეთილის
მიზანს წარმოადგენდა სახელმძღვანელოს, ბეჭდურ
და ინტერნეტით მოპოვებულ მასალასა და რუკაზე დაყრდნობით მოსწავლეებს გაენალიზებინათ
სეფიანთა ირანისა და საქართველოს ურთიერთობა მე-16-მე-17 საუკუნეებში, ვიზრუნე იმაზე
რომ მოსწავლეებს შესძლებოდათ ინფორმაციის მოძიება, გააზრება, გაანალიზება, დიფერენცირება,
არგუმენტირებული მსჯელობა, მოვლენების ანალიზი, ფაქტებისა და მოვლენების ანალიზი, ფაქტებისა
და მოვლენების ქრონოლოგიურად დალაგება.
ისტ.
VII-1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ისტ. VII
-4. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვენლობაზე ქვეყნის ისტორიაში
გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებული მქონდა დიფერენცირება გაჩერებებით სწავლება, გამოყენებული
აქტივობებით საბოლოო მიზანს მივაღწიე. პირველი აქტივობა ეხებოდა საორგანიზაციო საკითხებს.
მოსწავლეებმა ნათლად გაიაზრნენ გაკვეთილის თემა, მიზანი, გაეცნენ შეფასების კრიტერიუმებს,
რომელიც გაკვეთილის დაწყებისთანავე გამოვაკარი თვალსაჩინო ადგილზე. გავაცანი აქტივობების
ინსტრუქცია და მათვის დათმობილი დრო. დავაკომპლექტე 2, 3-4 კაციანი ჯგუფი, რომლებსაც
მოსწავლეებთან ერთად შევურჩიე სახელები: “ისფაჰანი” და “გრემი”. გაკვეთილის მსვლელობა
დავიწყეთ.
გაჩერება -1; რომელიც ითვალისწინებდა ინფორმაციის
გაცნობა, გაზიარება-შედარებას, ამ ინფორმაციისმ საფუძველზე ორი ცხრილის შევსებას. მოსწავლეებს
დავურიგე ისტორიული წყაროს ტექსტები. მიცემული ლიტერატურიდან მათ საჭირო მასალა ამოიღეს
შეავსეს ცხრილები და მოახდინენ ფაქტების და მოვლენების შედარება.
გაჩერება
- 2; მოსწავლეებმა შეძლეს არსებული რესურსების საშუალებით მოვლენების ქრონოლოგიურად
დალაგება, დროის დიაგრამაზე და აღწერეს პრეზენტაციის დროს, როგორ მოხდა ჩამორჩენილი
ირანი ქცეულიყო იმ დროისათვის უძლიერეს სახელმწიფოდ, არგუმენტირებულად იმსჯელეს სეფიანთა
ირანის გამორჩეულ შაჰებზე ისმაილ I-ზე, შაჰ-თამაზსა და შაჰ-აბას I-ის მოღვაწეობასა
და მათ დამსახურებაზე ირანის წინაშე.
გაჩერება
- 3; მოსწავლეებმა ინტერნეტით მოძიებული მასალების საფუძველზე გააკეთენ პრეზენტაცია
სეფიანთა შაჰების თანამედროვე ქართლ-კახეთის მეფეებს: ლუარსაბ I; ლუარსაბ II, კახეთის
დედოფალ ქეთევან წამებულსა და მხედარმთავარ გიორგი სააკაძის ღვაწლზე საქართველოსა და
ქართველი ხალხის წინაშე.
გაკვეთილის
შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს მივეცი საშიანო დავალება- დაეწერათ თემა: შაჰ-აბას I-სა
და საქართველოს შესახებ.
მიმაჩნია,
რომ გაკვეთილის მსვლელობის დროს ჩემსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება
იყო. ის ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას, მოსწავლეებმა შეძლეს განსხვავებული
მოსაზრებების გამოხატვა. მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, არ დამჭირვებია ამ წესების
შეხსენება. სასწავლო დრო ფუჭად არ გამოგვიყენებია.
ფიზიკური გარემო
შეესაბამებოდა აქტივობებით გათვალისწინებულ ორგანიზების ფორმებს. მოვახდინე თითოეული
აქტივობის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება-კომენტარებით. გაკვეთილის
დასრულების შემდეგ მოვახდინე გამნსაზღვრელი შეფასება.
მინაჩნია გაკვეთილის
მიზანი მკაფიოდ მქონდა ფორმულირებული და იყო რეალისტური შეესაბამებოდა სამოდელო გაკვეთილის
ტიპს და ე.ს.ს განსაზღვრულ შედეგებს, აქტივობები, სტრადეგიები და კლასის ორგანიზების
ფორმები სრულად შეესაბამებოდა ერთმანეთს და ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას.
გამოყენებული
რესურსები მრავალფეროვანი იყო და უმეტესი ნაწილი შეესაბამებოდა გაკვეთილის თემას, მიზანს
და აქტივობებს.
გაკვეთილზე
გამოყენებული შეფასების მეთოდები ეფუძვნებოდა და დაკავშირებული მქონდა სასწავლო მიზანთან.
ჩემს მიერ გამოყენებული მეთოდები შეესაბამებოდა აქტივობებს.
ფიქრობ, რომ კარგად გამოვკვეთე ახალი მასალის გადაცემის
ფორმა- საგნის ცოდნა რამაც ხელი შეუწყო ახალი მასალის აღქმა-გაგებას, შევეცადე მეთოდური
სიახლე შემოქმედებითად და საინტერესოდ წარმომედგინა. მოვახერხე მოსწავლეებისათვის ახალი
მასალა თანმიმდევრულად და საინტერესოდ მიმეწოდებინა რამაც შედეგის სრულად მიღწევის
საშუალება მომცა.
მიმაჩნია,
რომ გაკვეთილი დაეხმარება კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში.
No comments:
Post a Comment