კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების
გეგმა-თემატიკა
2018 წელი
უფროსი მასწავლებელი
|
იზოლდა ფხაკაძე
|
შეხვედრების ძირითადი თემა
|
თანასწორობის საკითხები
|
შეხვედრების მიზანი
|
თანასწორობის
საკითხების აქტუალობა, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული პრობლემის იდენტიფიცირება
და პრევენციის გზების ძიება, მათი დანერგვა სასკოლო ცხოვრებაში.
|
შეხვედრის რაოდენობა
|
3
|
შეხვედრების დრო-განრიგი
|
1.
2018 წლის 9 თებერვალი
2.
2018 წლის 27 მარტი
3.
2018 წლის 30 აპრილი
|
N1 შეხვედრა
|
9 თებერვალი 2018 წელი
|
თემა
|
ადრეულ ასაკში
ქორწინების, ძალადობა, აგრესია, ბულინგის შემთხვევები საქართველოში
|
შეხვედრის მიზანი
|
მასწავლებელთა
ინფორმირება საქართველოში არსებული ადრეული ქორწინების ,ძალადობა, აგრესია, ბულინგის
შემთხვევების შესახებ
|
N2 შეხვედრა
|
27 მარტი
2018 წელი
|
თემა
|
მასწავლებელთა
ვალდებულებები და მოვალეობები ადრეულ ასაკში ქორწინების, ძალადობა, აგრესია ბულინგის
გამოვლინების დროს.
|
მიზანი
|
მასწავლებელთა
ცნობიერების ამაღლება ძალადობა, აგრესია, ბულინგის, ადრეულ ასაკში ქორწინების არსებულ
ვალდებულებებთან დაკავშირებით, კითხვარის შედგენა სკოლაში პრობლემის იდენტიფიცირების
და პრევენციის მიზნით.
|
N3 შეხვედრა
|
30 აპრილი
2018 წელი
|
თემა
|
ადრეულ ასაკში
ქორწინების, ძალადობა, აგრესია, ბულინგის უარყოფითი გავლენა მოსწავლეთა ფსიქო-ემოციურ,
რეპროდუქციულ და სქესობრივ განვითარებაზე.
|
მიზანი
|
სემინარის
ორგანიზება შესაბამისი საგნის მასწავლებლებთან ერთად მეორე საფეხურის მოსწავლეებთან
მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით ადრეული ქორწინება, ძალადობა, აგრესია, ბულინგთან
დაკავშირებით.
|
მშობლებთან
შეხვედრების კითხვარი
1. რა მიგაჩნიათ თქვენი
შვილის საუკეთესო უნარებად/შესაძლებლობად? მიუთითეთ როდის შეეამჩნიეთ ეს უნარები/შესაძლებლობები?
--გამოკითხულ მშობელთა უმრავლესობა
ფიქრობს რომ მათ შვილებს აქვთ სწავლისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულება,
არიან ყურადღებიანი თანაკლასელების მიმართ, უყვართ სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება, აქვთ თავდაცვის უნარები განვითარებული.
2. შეგინიშნავთ თუ
არა თქვენი შვილის თანატოლებს შორის:
ა) უთანასწორო მოპყრობა
ბ)ჩაგვრა
გ)ათვალწუნება
დ)დამცირება
ე)არცერთი ზევით
აღნიშნული ქცევა არ შემინიშნავს.
--გამოკითხულ მშობელთა 98% ფიქრობს რომ არცერთ ზემოთ აღნიშნული ქცევა არ
შეუნიშნავს. მხოლოდ მშობელთა 2% აფიქსირებს თანატოლთა შორის უთანასწორო მოპყრობის ფაქტებს.
კერძოდ: ათვალწუნებისა და დაცინვის შემთხვევებს. (როგორც ბიჭებში ასევე გოგონებში)
3. როგორ ფიქრობთ შეუძლია
თქვენს შვილს გამოიყენოს მისი ძლიერი უნარები სკოლაში თანასწორობის დასაცავად- მიუთითოს
მჩაგვრელს, შეარცხვინოს და ამხილოს ის ადამიანი, რომელიც სხვას ამცირებს და ათვალწუნებული
ჰყავს კლასელები?
ა)კი
ბ)ნაწილობრივ
გ)არა
--გამოკითხულ მშობელთა 85% ფიქრობს რომ მათ შვილს შეუძლია მიუთითოს მჩაგვრელს
საერთოდ ხმა აღიმაღლოს ჩაგვრის წინააღმდეგ, ხოლო მშობელთა 10% აფიქსირებს, რომ მათ
შვილს ეს ნაწილობრივ შეუძლია. დანარჩენი 5% -არა.
4. როგორ ფიქრობთ,
წლის ბოლოს რას მოგიყვებათ თქვენი შვილი მთელი წლის სასკოლო გამოცდილების შესახებ?
--მშობელთა 95% პასუხოს რომ შევიძინე ცოდნა, უფრო დავუახლოვდი თანატოლებს,
სასიამოვნოდ გაიარა მთელმა სასწავლო წელმა., ხოლო 5% ფიქრობს რომ მათი შვილი წლის ბოლოს
ბევრს არაფერს უამბობს.
5. როგორი იყო თქვენი
გამოცდილება , როცა თქვენც იმავე კლასში სწავლობდით, რომელშიც თქვენი შვილია.
მშობელთა
ნაწილი თვლის რომ მისმა შვილმა მასზე მეტი იცის მის ასაკში. ერთნი ფიქრობენ რომ როცა
ისინი მოსწავლეები იყვნენ ცდილობდნენ ყოფილიყვნენ მოწესრიგებულნი, რათა მასწავლებლის
შექება /მოფერება დაემსახურებინათ. ზოგიერთი აფიქსირებს, რომ თავისი შვილისგან განსხვავებით
უფრო მეგობრული კლასი ჰყავდა, როცა მოსწავლე იყო.
6. რა მოლოდინები გაქვთ
თქვენი შვილის მიმართ სემესტრის/წლის ბოლოს?
გამოკითხულთა
მშობელთა უმრავლესობა ელოდება მაღალ აკადემიურ მიღწევას. ფიქრობენ რომ თავიანთი შვილები
იქნებიან მოწესრიგებულნი და წარმატებულები.
7. რა მოლოდინები აქვთ მასწავლებლებს, - გიკითხავთ თუ
არა მასწავლებლებისთვის ამის შესახებ?
მშობლებს
იმედი აქვთ რომ ის ცოდნა და შრომა რაც თითოეულმა მასწავლებელმა მათ შვილებში ჩადო
, მოსწავლეთა მაღალი აკადემიური შედეგის მიღწევით დაუფასდებათ.
8.
როგორი შეხედულება გაქვთ ადრეულ ასაკში ქორწინებაზე?
გამოკითხულ
მშობელთა 98% აქვს უარყოფითი დამოკიდებულება, ისინი ფიქრობენ რომ მათმა შვილებმა უნდა
ისწავლონ, სათანადოდ მოემზადონ ცხოვრებისათვის, როგორც ფიზიოლოგიურა-ფსიქოლოგიურად,
ასევე მატერიალურად და მერე იფიქრონ ოჯახის შექმნასა და ქორწინებაზე. ხოლო 2% პასუხის
გაცემისგან თავი შეიკავა.
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორ-უფროს
მასწავლებელ იზოლდა ფხაკაძის
რეფლექსია
რა თემებს ეხებოდა სამუშაო შეხვედრები?
სამუშაო შეხვედრების ძირითადი თემა იყო თანასწორობის
საკითხები.
N1. შეხვედრის თემა: ადრეულ ასაკში ქორწინების, ძალადობის, აგრესია-ბულინგის
შემთხვევები საქართველოში.
N2. შეხვედრის თემა: მასწავლებელთა ვალდებულებები
და მოვალეობები ადრეულ ასაკში ქორწინების, ძალადობა, აგრესია, ბულინგის გამოვლინების
დროს.
N3. შეხვედრის თემა:
ადრეულ ასაკში ქორწინების, ძალადობა, აგრესია, ბულინგის უარყოფითი გავლენა მოსწავლეთა
ფსიქო-ემოციურ, რეპროდუქციულ და სქესობრივ განვითარებაზე.
ვარ სკოლის დირექტორი, უფროსი მასწავლებელი, შეფასების
ჯგუფის ხელმძღვანელი, ისტორიის მასწავლებელი. 2013 წელს ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდები
და მომენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული
განვითარების სქემის მიხედვით წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებისათვის არსებული
ერთ-ერთი აქტივობა ითვალისწინებს კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.
საქართველოში დღეისთვის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს
თანასწორობის საკითხები. გადავწყვიტე ამ საკითხზე კოლეგებთან გამემართა სამუშაო შეხვედრები.
მათთვის გამეზიარებინა ამ კუთხით ჩემი ცოდნა, მე თავად გავლილი მაქვს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის
ტრენინგ-კურსი: ,,ბავშვთა მიმართ ძალადობა-გადამისამართების ბავშვის დაცვის საჭიროების
შემთხვევაში“, ხოლო 2018 წლის 20 იანვარს ლიდერობის აკადემია-2 მოდული 6 ,,თანასწორობის
საკითხები“. კოლეგებს შეხვედრებზე ვესაუბრე თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით
საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, სკოლაში მათი იდენტიფიცირებისა და პრევენციის
გზებზე, ამ მიმართულებით მასწავლებელთა ვალდებულებებსა და მოვალეობებზე, პრობლემის
გადაჭრის გზებსა და სკოლაში მათი დანერგვის შესაძლებლობებზე.
შეხვედრების პარალელურად შეხვედრების მონაწილე მასწავლებლებთან
ერთად პრობლემის იდენტიფიცირება-პრევენციის მიზნით ჩავატარეთ სხვადასხვა აქტივობა.
1.
შევადგინეთ კითხვარი და მოვახდინეთ მშობელთა გამოკითხვა
არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
2.
მე-9 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში
კოლეგებთან შეხვედრაში მონაწილე მასწავლებლის ნანა ჯიქიძის მიერ.
3.
მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა
სემინარი კოლეგებთან შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის ანა შაშიაშვილის მიერ.
ვფიქრობ რომ ,,თანასწორობის საკითხებზე „ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები მეტად აქტუალური და
ნაყოფიერი იყო.
No comments:
Post a Comment