ჩემს შესახებ

მე, იზოლდა ფხაკაძე დავიბადე ქ.ქუთაისში 1957 წელს. დავამთავრე წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანის  საშუალო სკოლა 1974 წელს.
1975 წელს ჩავაბარე ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ისტორიის სპეციალობით.
აღნიშნული ინსტიტუტი ისტორიისა და საზოგადოებამცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაციით წარჩინებით დავამთავრე 1980 წელს.
1981-1986 წლებში ვმუშაობდი სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. 
1986 წლიდან დღემდე ვმუშაობ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლაში დირექტორად და ისტორიის მასწავლებლად.
მყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი.
ვარ უფროსი მასწავლებელი. 2013 წელს ჩავაბარე მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები.
2014 წლიდან ვარ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული.
ვარ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მონაწილე, როგორც დირექტორი.
ასევე, გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი საგნობრივი ტრენინგები კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 

ასევევარ ლიდერობის აკადემიის პროექტის მონაწილე, როგორც დირექტორი.

No comments:

Post a Comment