წრის მუშაობის გეგმა მე-8 კლასი


                           ,,მოგზაურობა წარსულში“

ფოტო მასალა იხ. ბმულზე:   izoldapkhakadze.blogspot.com

წრის ხელმძღვანელი
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გეგუთის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი იზოლდა ფხაკაძე
წრის წევრები
თამარ ხოჯავა, ლუკა კეპულაძე, ჟორა წიქორიძე, ლელა ვაჩიბერიძე, ანა ბოდოკია, გიორგი შამუგია.
დასაწყისი
2018 წელი 18 ოქტომბერი
დასასრული
2018 წელი 27 დეკემბერი
მიზანი
მასალის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა. მოსწავლეებისათვის მარტივად გასაგები სტრატეგიების და მეთოდების გამოყენებით მოტივაციის ამაღლება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.
არსებული მდგომარეობა
წრეში გაწევრიანებულ მოსწავლეებს უჭირთ საგნის ათვისება, გაკვეთილზე ყურადღების კონცენტრირება, ხარისხიანად ვერ ასრულებენ სახლში მიცემულ დავალებებს, ამიტომ ესაჭიროებათ დამატებითი მეცადინეობა. მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეთანხმებით ჩამოვაყალიბეთ ისტორიის წრე, მოვახდინე VIII კლასის ისტორიის თემატური მასალიდან საკვანძო საკითხების შერჩევა წრეზე განხილვისა და უკეთესად შესწავლის მიზნით,  წრეზე სამუშაოდ შერჩეული მასალის ჩამონათვალი წინასწარ გავაცანი მოსწავლეებს თემების ჩამონათვალი დართული აქვს განაცხადს და გეგმას.
წრის სამუშაო შეხვედრების დროის ხანგრძლივობა და ადგილი, წრის მუშაობა შედგება კვირაში ერთხელ, ერთი საგაკვეთილო საათის ხანგრძლივობით.
განსახორციელებელი აქტივობები
1)      კითხვა-პასუხი წაკითხული მასალის ირგვლივ
2)      რუკაზე მუშაობა;
3)      თვალსაჩინოებების დათვალიერება და საკუთარი აზრის გამოთქმა მოცემული მასალების შესახებ;
4)      დოკუმენტური მასალის გაცნობა მის შესახებ მსჯელობა;
5)      საშინაო დავალებას ექნება მრავალფეროვანი სახე;
6)      შესასწავლი ქვეყნების დახატვა
7)      კედლის გაზეთის შექმნა შესასწავლი თემიდან გამომდინარე;
8)      მსგავსებებისა და განსხვავევების ძიება ძველ და ახალ მასალას შორის;
9)      სურათების მოძიება ინტერნეტში მოცემული თემის ირგვლივ.
მოსალოდნელი შედეგები
ვფიქრობ საგნობრივ წრეზე მუშაობა გამოიწვევს მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას, მოტივაციის ამაღლებას, სწავლისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას, მოსწავლეებს განუვითარდებათ უნარ-ჩვევები კრიტიკული აზროვნების, შეძლებენ დამოუკიდებლად საკუთარი აზრის დაფიქსირებას, რაც მთავარია ამაღლდება აკადემიური ხარისხი.
რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, ვიდეომასალა, თვალსაჩინოება, რუკა, ცარცი, დაფა, ფურცლები, ფლომასტერები, სახელმძღვანელო, ინტერნეტი.











წრის სამუშაო პროგრამა, საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
N
წრის სამუშაო პროგრამა
მუშაობის ხანგრძლივობა
შეხვედრების განრიგი
შენიშვნა
1
კონფლიქტების ტიპოლოგია, ომები ქვეყნებს შორის სახელმწიფოებრივი კონფლიქტები
1 საგაკვეთილო საათი
18.10.2018  წ.  2 სთ

2
ძველი ეგვიპტელების ომები
1 საგაკვეთილო საათი
25.10.2018  წ.  2 სთ

3
ბერძენ-სპარსელთა ომები-რუკაზე მუშაობა
1 საგაკვეთილო საათი
1.11.2018 წ. 2 სთ.

4
რომი და კართაგენი რუკაზე მუშაობა
1 საგაკვეთილო საათი
8.11.2018 წ.

5
ბიზანტიისა და სასანური ირანის დაპირისპირება VI-VII საუკუნეებში რუკაზე მუშაობა
1 საგაკვეთილო საათი
15.11.2018 წ.

6
არაბთა სახალიფო
1 საგაკვეთილო საათი
21.10.2018

7
თურქ-სელჩუკები ახლო აღმოსავლეთში რუკის შედგენა მოსწავლეების დახმარებით.
1 საგაკვეთილო საათი
29.11.2018 წ.

8
ჯვაროსნული ომები რუკის შედგენა მოსწავლეთა მიერ
1 საგაკვეთილო საათი
6.12.2018 წ.

9
ბრძოლა ჰეგემონობისთვის ესპანეთსა და ინგლის შორის XVI-XVII საუკუნეების წყაროზე მუშაობა
1 საგაკვეთილო საათი
13.12.2018 წ.

10
ინგლისის რევოლუცია წყაროზე მუშაობა
1 საგაკვეთილო საათი
20.12.2018 წ.

11
საფრანგეთი 1789 წლის რევოლუცია წყაროებზე მუშაობა
1 საგაკვეთილო საათი
27.12.2018 წ.



No comments:

Post a Comment