საქართველოს მხარეების შემსწავლელი წრე ,,ივერია“
ფოტო მასალა იხ. ბმულზე: izoldapkhakadze.blogspot.com
წრის ხელმძღვანელი
|
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გეგუთის N2 საჯარო სკოლის ისტორიის
მასწავლებელი იზოლდა ფხაკაძე
|
წრის წევრები და კლასი
|
მე-6 კლასი. მარიამ სირაძე,
ლუკა გაბუნია, მამუკა გაბარაშვილი, რომეო გაბუნია, ნატალია გაბუნია.
|
დასაწყისი
|
2019 წელი 21 იანვარი
|
დასასრული
|
2019 წელი 14 ივნისი
|
მიზანი
|
მასალის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა. მოსწავლეებისათვის
მარტივად გასაგები სტრატეგიების და მეთოდების გამოყენებით მოტივაციის ამაღლება და
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.
|
არსებული მდგომარეობა
|
წრეში გაწევრიანებულ მოსწავლეებს უჭირთ საგნის ათვისება, გაკვეთილზე
ყურადღების კონცენტრირება, ხარისხიანად ვერ ასრულებენ სახლში მიცემულ დავალებებს,
ამიტომ ესაჭიროებათ დამატებითი მეცადინეობა. მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეთანხმებით
ჩამოვაყალიბეთ, საქართველოს მხარეების შემსწავლელთა წრე ,,ივერია“ მოვახდინე VI კლასის თემატური
მასალიდან საკვანძო საკითხების შერჩევა წრეზე განხილვისა და უკეთესად
შესწავლის მიზნით წრეზე სამუშაოდ შერჩეული მასალის ჩამონათვალი
წინასწარ გავაცანი მოსწავლეებს თემების ჩამონათვალი დართული აქვს განაცხადს და გეგმას.
წრის სამუშაო შეხვედრების დროის ხანგრძლივობა და ადგილი, წრის მუშაობა
შედგება კვირაში ერთხელ, ერთი საგაკვეთილო საათის ხანგრძლივობით.
|
განსახორციელებელი აქტივობები
|
1) ტექსტის
გაგება გააზრების მიზნით კითხვა-პასუხი წაკითხული მასალის ირგვლივ.
2) რუკაზე
მუშაობა;
3) თვალსაჩინოებების
დათვალიერება და საკუთარი აზრის გამოთქმა მოცემული მასალების შესახებ.
4) საქართველოს
ღირსშესანიშნავი ადგილების დახატვა.
5) კედლის
გაზეთის შექმნა შესასწავლი თემიდან გამომდინარე;
6) სურათების
მოძიება ინტერნეტში მოცემული თემის ირგვლივ.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
ვფიქრობ საგნობრივ წრეზე მუშაობა გამოიწვევს მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას,
მოტივაციის ამაღლებას, სწავლისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას, მოსწავლეებს
განუვითარდებათ წაკითხულის გაგება-გააზრების
უნარ-ჩვევები , შემოქმედებითი უნარები, შეძლებენ დამოუკიდებლად საკუთარი აზრის დაფიქსირებას,
რაც მთავარია ამაღლდება აკადემიური მოსწრება
|
რესურსები
|
კომპიუტერი, პროექტორი, ვიდეომასალა, თვალსაჩინოება, რუკა, ცარცი, დაფა,
ფურცლები, ფერადი ფანქრები,სახელმძღვანელო, ინტერნეტი.
|
წრის სამუშაო პროგრამა,
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
N
|
წრის
სამუშაო პროგრამა
|
მუშაობის
ხანგრძლივობა
|
შეხვედრების განრიგი
|
შენიშვნა
|
1
|
საქართველოს
მხარეების ზოგადი მიმოხილვა.
|
1
საგაკვეთილო საათი
|
25 .01 2019წ.
|
|
2
|
აფხაზეთი გეოგრაფიული მდებარეობა
და ბუნებრივი პირობები. დასახლებების ტიპები და სოფლის მეურნეობის დარგები.
|
1
საგაკვეთილო საათი
|
15 .02 2019წ.
|
|
3
|
კულტურის ძეგლები აფხაზეთში და მოსახლეობა.
|
1 საგაკვეთილო საათი
|
22.02.2019 წ.
|
|
4
|
იმერეთის ბუნებრივი პირობები, საცხოვრებელი
სახლები ,კულტურული ძეგლები და კურორტები.
|
1 საგაკვეთილო საათი
|
15 03 2019 წ.
|
|
5
|
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნება.
|
1 საგაკვეთილო საათი
|
29.03 2019 წ.
|
|
6
|
რწმენა წარმოდგენები აღმოსავლეთ საქართველოს
მთიანეთში.
|
1 საგაკვეთილო საათი
|
12.04.2019წ
|
|
7
|
კახეთის
ბუნებრივი პირობები და კულტურული ძეგლები
|
1 საგაკვეთილო საათი
|
22.04 2019 წ.
|
|
8
|
სამცხე
ჯავახეთის ბუნებრივი პირობები ,საცხოვრებელი სახლები ,თავშესაფრები და ციხე -სიმაგრეები
|
1 საგაკვეთილო საათი
|
10.05.2019 წ.
|
|
9
|
გურია, მისი ბუნებრივი პირობები, მეურნეობის დარგები,
კურორტები, ფოლკლორი.
|
1 საგაკვეთილო საათი
|
24.052019 წ.
|
|
10
|
თბილისი-საქართველოს დედაქალაქი.
|
1 საგაკვეთილო საათი
|
7.06.2019წ.
|
|
11
|
საქართველოს
კუთხეებზე ნახატების გამოფენა და კედლის გაზეთის წარდგენა.
|
1 საგაკვეთილო საათი
|
14.06.2019 წ.
|
|
No comments:
Post a Comment